Floral Workshop - Autumn in Bloom
ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ფლორისტიკის ძირითად პრინციპებს და პრაქტიკაში შექმნიან საკუთარ უნიკალურ კომპოზიციას.
ისწავლიან, როგორ შეარჩიონ Hero Flower — მთავარი ყვავილი, რომელიც განსაზღვრავს კომპოზიციის ხასიათს და ვიზუალურ მიმართულებას, და როგორ ააწყონ დანარჩენი ელემენტები მის გარშემო.
მონაწილეები გაეცნობიან:
• შემოდგომის ფერთა პალიტრისა და ეგზოტიკური ყვავილების შეხამების პრინციპებს;
• სხვადასხვა ფორმის, მოცულობისა და ბუნებრივი ტექსტურის დაბალანსებას;
• ფოკუსური ყვავილის სწორად განთავსებას და კომპოზიციაში ვიზუალური აქცენტის შექმნას;
• კომპოზიციის აგების ეტაპებს — ბაზიდან საბოლოო დეტალებამდე;
• ყვავილების შერჩევისა და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირების პრინციპებს;
• დასრულებული კომპოზიციის სტაილინგისა და ფოტოგრაფიის მარტივ ხერხებს.
ვორქშოფის ბოლოს თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ხელით შექმნილი ინდივიდუალური კომპოზიცია — მისი არჩეული Hero Flower-ისა და პირადი ხედვის გარშემო.
This session has passed
Registration is closed. Have a look at the upcoming sessions.