Maua · ვორქშოფები და ტრენინგები
ვორქშოფები და
ტრენინგები
Maua-ში ვატარებთ სხვადასხვა სახის ვორქშოფებსა და ტრენინგებს. თითოეული სესია პრაქტიკულია და განკუთვნილია როგორც ინდივიდებისთვის, ისე მცირე ჯგუფებისთვის.
ჩვენი პროგრამა რეგულარულად განახლდება — ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სესიებს დამწყებთათვის და გამოცდილი მონაწილეებისთვის. ყველა სესიაზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
როგორ დარეგისტრირდე
ქვემოთ მოცემული სიიდან აირჩიე სასურველი სესია და დააჭირე "დარეგისტრირდი". გადახდა ხდება რეგისტრაციის მომენტში. გაუქმება შესაძლებელია სესიამდე 48 საათით ადრე.
მომავალი სესიები
18
ოქტ
ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ფლორისტიკის ძირითად პრინციპებს და პრაქტიკაში შექმნიან საკუთარ უნიკალურ კომპოზიციას.
ისწავლიან, როგორ შეარჩიონ Hero Flower — მთავარი ყვავილი, რომელიც განსაზღვრავს კომპოზიციის ხასიათს და ვიზუალურ მიმართულებას, და როგორ ააწყონ დანარჩენი ელემენტები მის გარშემო.
მონაწილეები გაეცნობიან:
• შემოდგომის ფერთა პალიტრისა და ეგზოტიკური ყვავილების შეხამების პრინციპებს;
• სხვადასხვა ფორმის, მოცულობისა და ბუნებრივი ტექსტურის დაბალანსებას;
• ფოკუსური ყვავილის სწორად განთავსებას და კომპოზიციაში ვიზუალური აქცენტის შექმნას;
• კომპოზიციის აგების ეტაპებს — ბაზიდან საბოლოო დეტალებამდე;
• ყვავილების შერჩევისა და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირების პრინციპებს;
• დასრულებული კომპოზიციის სტაილინგისა და ფოტოგრაფიის მარტივ ხერხებს.
ვორქშოფის ბოლოს თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ხელით შექმნილი ინდივიდუალური კომპოზიცია — მისი არჩეული Hero Flower-ისა და პირადი ხედვის გარშემო.