Floral Workshop - Autumn in Bloom
18 ოქტ, 2026 · 3 საათი

Floral Workshop - Autumn in Bloom

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ფლორისტიკის ძირითად პრინციპებს და პრაქტიკაში შექმნიან საკუთარ უნიკალურ კომპოზიციას.

ისწავლიან, როგორ შეარჩიონ Hero Flower — მთავარი ყვავილი, რომელიც განსაზღვრავს კომპოზიციის ხასიათს და ვიზუალურ მიმართულებას, და როგორ ააწყონ დანარჩენი ელემენტები მის გარშემო.

მონაწილეები გაეცნობიან:

• შემოდგომის ფერთა პალიტრისა და ეგზოტიკური ყვავილების შეხამების პრინციპებს;
• სხვადასხვა ფორმის, მოცულობისა და ბუნებრივი ტექსტურის დაბალანსებას;
• ფოკუსური ყვავილის სწორად განთავსებას და კომპოზიციაში ვიზუალური აქცენტის შექმნას;
• კომპოზიციის აგების ეტაპებს — ბაზიდან საბოლოო დეტალებამდე;
• ყვავილების შერჩევისა და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირების პრინციპებს;
• დასრულებული კომპოზიციის სტაილინგისა და ფოტოგრაფიის მარტივ ხერხებს.

ვორქშოფის ბოლოს თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ხელით შექმნილი ინდივიდუალური კომპოზიცია — მისი არჩეული Hero Flower-ისა და პირადი ხედვის გარშემო.

დამწყებთათვის27 zandukeli stren195 ₾ თითო ადამიანზე

ᲔᲡ ᲡᲔᲡᲘᲐ ᲣᲙᲕᲔ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ

რეგისტრაცია დახურულია. იხილეთ მომავალი სესიები.